ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ანალენა ბერბოკი - საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ - განვიხილავთ შემდგომ ზომებს

ნახვები: 657 ანალენა ბერბოკი - საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ - განვიხილავთ შემდგომ ზომებს

საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი გულებში ატარებენ ევროპას და პროევროპული პროტესტი მათი ხმაა, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირები დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კვირების განმავლობაში, ათიათასობით ქართველი გაბედულად აწყობს დემონსტრაციებს თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

„საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი გულებში ატარებენ ევროპას და პროევროპული პროტესტი მათი ხმაა, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირები დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ. ანტიევროპული გზისკენ შებრუნებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად გაყინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ფაქტობრივად შეაჩერა ის. „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ჩვენ ახლა ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანალენა ბერბოკი იხსენებს, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების მკაფიო დაპირებებს უკავშირდებოდა.

„მაგრამ პროგრესის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ საგანგაშო წარუმატებლობას: არჩევნები, რომელსაც მკვეთრად აკრიტიკებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, ძალადობა დემონსტრანტების მიმართ, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონი“ ან ლგბტქ უფლებების შეზღუდვა. „ქართული ოცნება“ ამით კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ქვეყანას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბერბოკი ხაზს უსვამს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებში და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც საფრთხე შეუქმნა გერმანიასთან საქართველოს მრავალწლიან პარტნიორობას.

„შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები. ამავდროულად, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ზომებს ჩვენს ევროკავშირელ პარტნიორებთან ერთად, ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებიდან დაწყებული მიზანმიმართული სანქციების ჩათვლით. ბურთი "ქართული ოცნების" პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათზეა, ყველაფერი გააკეთონ ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველ ხალხს შესთავაზონ რეალური პერსპექტივები - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველა ქართველისა და ქართველისთვის კარგი მომავლისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა