თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლაშა გაბიტაშვილი - თავისუფალი ვარ - არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი

ნახვები: 705 ლაშა გაბიტაშვილი - თავისუფალი ვარ - არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი

არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში, - ამის შესახებ ნათქვამია ლაშა გაბიტაშვილის განცხადებაში, რომელსაც აბუ - დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც ის წერს, კითხვებზე პასუხს მოგვიანებით გასცემს, როდესაც საქმე დაიხურება.

"მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში. მოუთმენალად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია!

მოგვიანებით შევძლებ კითხვებზე პასუხს, როდესაც საქმე დაიხურება", - წერს გაბიტაშვილი წერილში, რომელსაც მისი მეუღლე ავრცელებს.

 

როგორც ცნობილია, დღეს "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციიდან ასევე უშვებენ „ქართული ოცნების“ წევრებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციითვე, როგორც ლაშა გაბიტაშვილი, ისე „ქართული ოცნების“ დეპუტატები პოლიციაში 14 იანვრის შემდეგ, გამოკითხვაზე იმყოფებიან, სამართალდამცავი უწყებიდან კი ისინი სასამართლო სხდომამდე იქნებიან გამოშვებული, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაიმართება. მედიის ცნობითვე, მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა