ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მგონი, სააკაშვილის შიმშილობა ცუდ დროს დაემთხვა-იაგო ხვიჩია

ნახვები: 361 მგონი, სააკაშვილის შიმშილობა ცუდ დროს დაემთხვა-იაგო ხვიჩია

მგონი, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ცუდ დროს დაემთხვა. მისი შიმშილობის პირველი კვირა მაინც გადაფარული იქნება რუსეთ-უკრაინის მოვლენებით. მერე რა იქნება, ვნახოთ, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ციხეში ყოფნა არ მოსწონს და ამის გამო შიმშილობს. ამასთან, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ რომ გადაეყვანათ, მოვლენები ასე აღარ განვითარდებოდა.

„შიმშილობის აქტი ტარდება იმისთვის, რომ ადამიანთა ყურადღება მიიქციოს. როცა ყურადღების მისაქცევ გზაზე კონკურენტულად პუტინის საათ-ნახევრიანი გამოსვლა გაქვს და აქედან გამომდინარე მოვლენები, ეს მარტივი არ არის. მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ.

შიმშილობის დაწყების მიზეზი გავიგე - ციხეში ყოფნა ადამიანს არ მოსწონს, არ არის კარგი ციხეში ჯდომა, მაგრამ ვისურვებდი, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მომხდარიყო. მისი გადაყვანა დასავლეთის სანდო კლინიკებში უნდა მომხდარიყო და ამ ყველაფერს ავცდებოდით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ უვადო შიმშილობას აცხადებს. სააკაშვილის თქმით, „მისი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა