Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

რაინიე ვან ლანშოტი - ევროკომისია, რას ელოდებით? - საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება

ნახვები: 628 რაინიე ვან ლანშოტი - ევროკომისია, რას ელოდებით? - საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება

ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება - თბილისში გამგზავრება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

„დღეს გარეთ ცივა. წარმოიდგინეთ, გადიხართ გარეთ და იქ 6 საათის განმავლობაში დგახართ. სიცივისგან კანკალებ და გეშინია, რომ შესაძლოა, პოლიციამ გცემოს უმიზეზოდ. სახლში დივანზე ოჯახთან ერთად ჯდომა, ბევრად უკეთესია, მაგრამ მაინც ქუჩაში რჩები, ხვალ ისევ მიდიხარ ისე, როგორც ამას ბოლო 55 დღის განმავლობაში აკეთებ, რადგან გსურს, შენი ქვეყანა დიქტატურა არ გახდეს, რადგან გსურს, შენს ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება იყოს, რადგან გსურს, შენი ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდეს. რას იგრძნობთ, თუ იგივე კავშირი რამდენიმე თვიანი დებატების შემდეგ გადაწყვეტს, რომ შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ოდნავ გაურთულონ რეპრესიული რეჟიმის ჩინოვნიკებს თვითმფრინავით მგზავრობა. ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. თბილისში გამგზავრება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა