ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი: ფული და ძალაუფლება

ნახვები: 663 გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი: ფული და ძალაუფლება

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ,რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, შერატონში მომხდარი წინასწარ იყო ორგანიზებული.

„მიუხედავად ამ ყველაფრისა [ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავდასხმა], ჩემი დაშინების ან განეიტრალების ეს სასაცილო მცდელობა მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე საქართველოს თითოეულ მოქალაქე ვპირდები, რომ ამ ბრძოლაში ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ ვიქნები წინა ხაზზე. ყველაფერს გავაკეთებთ და გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ იმის შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა, როგორც რეპუტაცია, ისე ქართველი ხალხის და ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ჰქონდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან დაკარგოს ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ,რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ივანიშვილმა ფულის სიყვარულს გადააყოლა ქვეყანა.

„ხომ ხედავთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უბრალოდ შეგვჭამეს, ხან შვეიცარიულ ბანკებში ფული, ხან ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ფული და ბიტკოინები - ფული, ფული, ფული! ამ ადამიანმა ფულის მოხვეჭას და ფულის დაცვას, თუ არ ვიცი, რა დავარქვა, სიყვარულს გადააყოლა ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამ ფულს, რომლისთვისაც დღეს ის იბრძვის აი,იმ ახალგაზრდების სისხლის სუნი ასდის, რომლებიც ნაცემები და დაპატიმრებულები არიან. აქედან გამომდინარე, მე რა სტატუსი მექნება (დაზარალებულის, თუ ბრალდებულის) გულწრფელად გეუბნებით, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმდენად დიდი ბრძოლაში ვართ“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ივანიშვილმა დაკარგა „ის ჭარბი ნდობა“, მას ასევე, თავის მხარდამჭერებშიც ძალიან ბევრი რამ აქვს დაკარგული, განსაკუთრებით კი, ბოლო სამი თვე.

„ახლა, ხომ ხედავთ, როგორი გამწარებული იცავს თვის გროშებს. ამისთვის იყენებს პრემიერებს, პრეზიდენტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაგალითად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს სალაპარაკო მეტი არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ ისინი „ზრუნავენ" დიდი ბრიტანეთის რეპუტაციაზე, ახლა თურმე საერთოდ საერთაშორისო მედიის რეპუტაციაზე, შვეიცარიულ საბანკოს სისტემაზე, ახლა ბიტკოინებზე ზრუნვას დაიწყებენ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანისთვის ფულზე უფრო დიდი ფასეულობა არ არსებობს. ამ ადამიანისთვის ჩვენი, ჩვენი შვილებს,ქვეყნის მომავალი საერთოდ არაფერი არ არის ფულთან შედარებით. ამიტომ, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ადამიანი ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას, სანამ ყველაფერს არ გავაკეთებთ იმისთვის, რომ მან დაკარგოს ის ფული, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეებს მოჰპარა ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მისიას ჩვენ შესრულებულად არ ჩავთვლით. ამიტომ, ჩემი დაპირებაც ამაში გამოიხატება - მისი სახელი და რეპუტაცია უკვე გასაგებია ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. დღეს საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ მან არ გააგრძელოს ბოროტება ქვეყნის მომავლის წინაშე, მან უნდა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფულიც და მან უნდა დაკარგოს ძალაუფლებაც იმიტომ, რომ იმ ფულის დიდ ნაწილი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს.

ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ფასეულობა არის ფული. ნებისმიერ მილიარდს გადააყოლებს ჩვენი ქვეყნის და შვილების მომავალს, უპრობლემოდ იმიტომ, რომ მისთვის ეს არის მთავარი ფასეულობა. უბრალოდ ხარბი ადამიანია ფულის კონტექსტში და ძალაუფლების კონტექსტში არის ძალიან ხარბი ადამიანი“, - განაცხადა გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა