თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„გახარია საქართველოსთვის“ - პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები

ნახვები: 655 „გახარია საქართველოსთვის“ - პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები

პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები - იმედს ვიტოვებთ, რომ ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას წარმომადგენელი საქმის მასალებს დღეს გაეცნობა.

„როგორც იცით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პოლიციის უმოქმედობით და „შერატონ ბათუმის“ აქტიური მონაწილეობით განადგურებულია. პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები.

დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი გაეცნობა საქმის მასალებს. იმედს ვიტოვებთ, რომ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება - კამერების ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა!,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. საქმე ეხება გახარიაზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას. მას თავს 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა