თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 1 სტუდენტი პატიმრობაში დატოვა

ნახვები: 629 ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 1 სტუდენტი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი - გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და გიორგი დავითაძე 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 1 სტუდენტი, ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა. ანრი კაკაბაძის შემთხვევაში მოსამართლემ გაითვალისწინა, ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ იგი წარსულში ნასამართლევია.

„ემოციურად დატვირთული ვარ, ჩემი სტუდენტი საპატიმროშია. სამართლის სპეციალისტი არ ვარ, ამ ყველაფერს მორალური კატეგორიიდან ვუყურებ. ანრი კაკაბაძეს დიდი მომავალი აქვს, მისგან ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. მათი ინიციატივით მომზადდა წერილი, ძალიან კარგია, რომ მათი მხრიდანაც გადაიდგა ნაბიჯი, (მოდავე მხარე)“, - აცხადებს მამუკა ჯორბენაძე გათავისუფლების შემდეგ.

გათავისუფლებულებს სასამართლოს შენობასთან სტუდენტები დახვდნენ, რომლებიც დაკავებულებს გულშემატკივრობდნენ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ დეკანი და მისი სტუდენტები მოგვიანებით რექტორის მეუღლეს და მის მეგობარს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა