თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი ვაშაძე - მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში 3 მნიშვნელოვანი პუნქტია: აპრილამდე დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მიეცეს პასუხისგებაში ის სამართალდამცავები, ვინც ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს

ნახვები: 708 გიორგი ვაშაძე - მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში 3 მნიშვნელოვანი პუნქტია: აპრილამდე დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მიეცეს პასუხისგებაში ის სამართალდამცავები, ვინც ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს

სტრასბურგში კენჭი ეყრება საბოლოო რედაქციას, იმ დასკვნის, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მოამზადა საქართველოსთან მიმართებაში - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს პოზიციას, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, PACE-ის მონიტორინგის კომიტეტის ასამბლეის დასკვნაში, საუბარია სამ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორებიცაა: აპრილამდე ახალი არჩევნების დანიშვნა, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და აქციის მონაწილეებზე განხორციელებულ ძალადობაზე, სამართალდამცველთა პასუხისგებაში მიცემა.

„სტრასბურგში, კენჭი ეყრება საბოლოო რედაქციას, იმ დასკვნის, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მოამზადა საქართველოსთან მიმართებაში. როგორც იცით, სამი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია დასკვნაში შესული - რომ აპრილამდე უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომ აპრილამდე უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და აპრილამდე უნდა მიეცეს პასუხისგებაში ის სამართალდამცავები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. შესაბამისად დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს პოზიციას, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს და აუცილებლად ერთიანი ძალისხმევით გავიმარჯვებთ, ველოდებით საბოლოო შედეგს, რომელიც დღეს საღამოს იქნება ცნობილი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა