Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე-კალაძე

ნახვები: 399 მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე-კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე უსახლკარო თბილისელების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი საცხოვრისის გარეშე არ დარჩება.

კახა კალაძის თქმით, მერია დღეს საცხოვრებელ ფართს 8 უსახლკარო ოჯახს გადასცემს, ხოლო მთელი წლის განმავლობაში, დაახლოებით 60 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებელი.

"ჩვენ არჩევნების დროს დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ეს ეხება უსახლკარო თბილისელებს, რომლებსაც არ აქვთ საცხოვრებელი ფართები და ჩემი და ჩემი გუნდის დაპირება იყო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. ყველა 400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს აქვს უსახლკაროს სტატუსი უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი ფართებით.

ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს ყველა დაპირებას პირნათლად ვასრულებთ და თანმიმდევრულად მივყვებით იმ გაწერილ პროგრამას და გეგმას, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას.

რამდენჯერმე ხაზი გავუსვი, რომ თებერვლის თვეში ვიწყებდით ამის განხორციელებას. დღეს 8 ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა გითხრათ, რომ წლის განმავლობაში, წელს რამდენიმე ათეული, დაახლოებით 60 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით.

პირობას ვდებთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე," - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა