თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას

ნახვები: 501 ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას

კონგრესის ბიურო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი.

„კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად სცეს პატივი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ევროპულ სტანდარტებს, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას, ასევე თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს და სამართლიანად მოეპყროს ყველა ქართველს, მათ შორის ადგილობრივ არჩეულ წარმომადგენლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბიურო საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად დაუყოვნებლივ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„მათ სამართალდამცავი უწყებების, სასამართლო სისტემის და ყველა საჯარო დაწესებულების დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყონ. ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე საჯარო მოხელეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური მიზეზების გამო. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს. ასევე, თავიანთი დემოკრატიული უფლებების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების გამოყენების საშუალება ყველას უნდა მიეცეს. ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში არაძალადობრივი მონაწილეობის გამო დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათ შორის ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, როგორიც მზია ამაღლობელია, რომლის შესახებაც კონგრესი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს“, - აცხადებს ბიურო.

განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია უნდა შეიცვალოს და ოპოზიციასთან ღია და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ ერთგულება უნდა დაადასტუროს.

„ამან გზა ახალ ეროვნულ არჩევნებს უნდა გაუხსნას, რომელიც ევროპულ სტანდარტებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებზე იქნება დაფუძნებული. ასევე, ხელი შეუწყოს წინსვლას თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნებისკენ. ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიასთან უნდა ითანამშრომლოს, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებების შესახებ კონგრესის მიერ მოთხოვნილ მოსაზრებასთან დაკავშირებით. შემდეგი ადგილობრივი არჩევნები წელს, ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. არსებულ პირობებში მისი ჩატარება სიტუაციის გამწვავების რისკს ქმნის. ამიტომ, პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ეს არჩევნები უნდა გადაიდოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიუროს სჯერა დემოკრატიული ევროპული მომავლის, რომელიც ყველა ქართველის ინტერესებში შედის.

„ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის მონაწილეობას, ხელისუფლების ყველა დონეზე, მათ შორის მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის აღდგენას. კონგრესი ამ მიზნით მხარდაჭერისთვის მზად არის. 2025 წლის 25-27 მარტს დაგეგმილ კონგრესის მომდევნო სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს ბიუროს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა