Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება მიუღებელია-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 338 უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება მიუღებელია-შალვა პაპუაშვილი

უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებლობის" აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ყველაზე საბაზისო პრინციპების დარღვევა. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია გადამწყვეტია.

„ამ ვითარებაში გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია იმისთვის, რომ არ დაუშვან ომი უკრაინაში და გააკეთონ ყველაფერი, რათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები იყოს დაცული. მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიცია, რომ ორი რამ იყოს უზრუნველყოფილი - ომის არდაშვება და საერთაშორისო სამართლის აღსრულება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას.

„რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას. ზელენსკის განცხადებას თუ დააკვირდებით, მისი პოზიცია პატივსაცემია, როცა ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზა უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს სხვა ბერკეტების მეშვეობით. ჩვენი ხელისუფლება ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმოქმედებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილიმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემოც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობენ ხალხის მანდატით და „არა „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგით, კარნახით, მათთან შეთანხმებით".

მისივე თქმით, მთავარი მიზანია, უკრაინისა და ქართველი ხალხის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაც ამ პრინციპებზე იქნება დაყრდნობილი.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციონერების დაწყებულ ისტერიას, ეს იქნება სანქციები თუ რეზოლუცია, ჩვენი ხალხის მანდატით ვხელმძღვანელობთ და არა, „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგით, კარნახით, მათთან შეთანხმებით. მთავარი მიზანი არის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება უკრაინისა და ჩვენი ხალხის. ამ პრინციპებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და საქართველოს ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაც ამ პრინციპებზე იქნება დაყრდნობილი.

ჩვენ არათუ მხარს ვუჭერთ, არამედ დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებთ, იყვნენ მკაფიო და მტკიცე საკუთარ გადაწყვეტილებებში. მათ შორის იმ სიგნალების გაგზავნაში, რასაც ჰქვია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების აღსრულების უზრუნველყოფა. უნდა შევხედოთ შესაძლებლობებს. ყველა ვხვდებით, რომ ბერკეტები არსებობს ევროკავშირის, ნატო-ს თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ხელში და ეს ბერკეტები უნდა იყოს გამოყენებული. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, საკუთარი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი წამოწიოს. როცა სანქციებზე ვსაუბრობთ, თქვენ აკვირდებით, რომ სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა სახის ღობისძიებს იღებს იქიდან გამომდინარე, რა ბერკეტებიც აქვს. სწორედ იმაზეა საუბარი, რომ საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს იმ ინტერესებისა და მიზნების გათვალისწინებით, რომელიც აქვს.

საქართველოში უკრაინის დახმარებაზე კითხვები რომ ისმება ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, მიმაჩნია თვითგვემის პოლიტიკად. უკრაინელი ხალხი მადლობას გვიცხადებს იმ რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. საქართველო მეორე ქვეყანა იყო, რომელმაც რეზოლუცია მიიღო. ტერმინოლოგიაზე საუბარი არის გონების არევის მეთოდი. ასეთი რეზოლუცია ათ ქვეყანას აქვს მიღებული და საქართველო მეორე ქვეყანა იყო", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა