ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

გიორგი გახარია - ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან

ნახვები: 455 გიორგი გახარია - ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან

მზია ამაღლობელმა არა მხოლოდ ქვეყანას, მთელს მსოფლიოს აჩვენა ძალა - სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება სრულად გააშიშვლა ფლიდი მორალისგან, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ყოფილი პრემიერი “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.

“დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან.

მზია ამაღლობელმა არა მხოლოდ ქვეყანას, მთელს მსოფლიოს აჩვენა ძალა - სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება სრულად გააშიშვლა ფლიდი მორალისგან.

მზია ამაღლობელი ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.

ამიტომ, მე როგორც მისმა ერთმა რიგითმა თანამოქალაქემ, მინდა მას ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა”, - წერს გახარია სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა