თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

მან მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის უხეში აგრესიის წინააღმდეგ-ბაიდენი

ნახვები: 357 მან მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის უხეში აგრესიის წინააღმდეგ-ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის ტელეფონით ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ესაუბრა.

ბაიდენი ამბობს, რომ დღეს დიდი შვიდეულის სხდომა გაიმართება, სადაც, აშშ და პარტიონი ქვეყნები რუსეთს მძიმე სანქციებს დაუწესებენ.

"პრეზიდენტი ზელენსკი დამიკავშირდა. ლაპარაკს ახლა მოვრჩით. მე ვგმობ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმას რუსული ჯარების მხრიდან. მე მას მოკლედ ვუთხარი იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც გადავდგამთ, მათ შორის დღეს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მან მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის უხეში აგრესიის წინააღმდეგ და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით.

დღეს G7-ის ლიდერებს შევხვდები. აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მძიმე სანქციებს დაუწესებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას". - აცხადებს ჯო ბაიდენი.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა