ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს

ნახვები: 473 დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა, - ინფორმაციას CNN-ს თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნის ერთგულები იყვნენ. ვაპაუზებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი ხელს უწყობს გადაწყვეტას“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა.

თეთრი სახლის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ პაუზა გავრცელდება ყველა სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც ჯერ უკრაინაში არ არის.

მისი მტკიცებით, სამხედრო დახმარების პაუზა არის პირდაპირი პასუხი გასულ კვირას ზელენსკის თეთრ სახლში ქცევაზე. ოფიციალური პირების თქმით, შეჩერება, შესაძლოა, გაუქმდეს, თუ ზელენსკი გამოავლენს ვალდებულებას უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებისადმი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა