ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - მე და ჩემი გუნდი მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ

ნახვები: 510 ვოლოდიმირ ზელენსკი - მე და ჩემი გუნდი მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარასკევს თეთრ სახლში შეხვედრა ისე არ „წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო“ და „გამოსწორების დროა“.

ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს სამომავლო თანამშრომლობისას კონსტრუქციულ კომუნიკაციაზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და არავის სურს უსასრულო ომი. უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდი მზაობას გამოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის „ძლიერი ლიდერობის“ ქვეშ იმუშაოს გრძელვადიანი მშვიდობისთვის.

ზელენსკი ომის დასრულების კონტექსტში პირველ ეტაპზე მის მოთხოვნებს ასახელებს, კერძოდ, მისი თქმით, ეს შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში დაზავება - აკრძალვა რაკეტებზე, შორი მანძილის დრონებზე, ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე - და დაზავება ზღვაში დაუყოვნებლივ, რუსეთის მხრიდანაც იმავეს გაკეთების პირობით.

ზელენსკი ხაზს უსვამს მის მადლიერებას აშშ-ის დახმარების მიმართ, უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და აღნიშნავს, მომენტს, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა „ჯაველინები“ გადასცა, რისთვისაც მადლობას იხდის.

ზელენსკის განცხადებაში ასევე იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებითაც არის საუბრია და ნათქვამია, რომ უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს მას "ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში". შეთანხმებას ზელენსკი განიხილავს ნაბიჯად "დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ".

“მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო უკრაინის მშვიდობისკენ მისწრაფება.

ჩვენგან არავის არ სურს უსასრულო ომი. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოაახლოვეს მყარი მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩემი გუნდი და მე მზად ვართ პრეზიდენტი ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა, რომელიც დიდხანს გაძლებს.

მზად ვართ სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად, და პირველი ეტაპები შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში დაზავება - აკრძალვა რაკეტებზე, შორი მანძილის დრონებზე, ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე - და დაზავება ზღვაში დაუყოვნებლივ, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. ამის შემდეგ გვსურს ძალიან სწრაფად გავიაროთ ყველა შემდგომი ეტაპი და ვიმუშაოთ აშშ-სთან ძლიერ საბოლოო შეთანხმებაზე.

ნამდვილად ვაფასებთ რამდენი გააკეთა ამერიკამ, რათა დახმარებოდა უკრაინას მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. და გვახსოვს მომენტი, როდესაც რაღაცები შეიცვალა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას Javelin-ები გადასცა. მადლობელი ვართ ამისთვის.

ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში პარასკევს, ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო. დასანანია, რომ ასე მოხდა. გამოსწორების დროა. ვისურვებდით, რომ სამომავლო თანამშრომლობა და კომუნიკაცია კონსტრუქციული იყოს.

იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში. ამ შეთანხმებას განვიხილავთ, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს”, - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა