ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

არ მგონია, პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის საჭიროება იყოს-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 388 არ მგონია, პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის საჭიროება იყოს-შალვა პაპუაშვილი

ომის შეჩერების ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აპირებს, რომ უკრაინის ელჩს შეხვდეს.

„არ მგონია, პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის საჭიროება იყო. ვაპირებ, შევხვდე უკრაინის ელჩს და მისგანაც მივიღო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ომის თავიდან აცილება ვერ მოხდა და ახლა მთავარია ომის შეჩერება. ამის ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები. იმისათვის, რომ ომი შეჩერდეს, ეს ინსტრუმენტები საერთაშორისო თანამეგობრობის ხელშია, ამას ყველანაირად ხელს შევუწყობთ. ახლა პარლამენტში ამ საკითხის განხილვის დიდ საჭიროებას ვერ ვხედავ. ვაპირებ უკრაინის ელჩს შევხვდე. პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა მოისმინეთ. მთავარი მიზანია ომის შეჩერება, სიმშვიდისა და სიმტკიცის შენარჩუნება. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოახერხოს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა