რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

თეატრალურმა უნივერსიტეტმა პროტესტში ჩართული სტუდენტებს ნაწილს სტატუსი შეუწყვიტა

ნახვები: 572 თეატრალურმა უნივერსიტეტმა პროტესტში ჩართული სტუდენტებს ნაწილს სტატუსი შეუწყვიტა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, რომლებიც სახალხო  პროტესტში არიან ჩართულები, უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

ამის შესახებ სტუდენტებს მეილით მიწერეს. ინფორმაციას უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სამ სამუშაო დღის ვადაში"- ნათქვამია ელექტრონულ ფოსტაში, რომელის სტუდენტებს მიწერეს.

9 მარტს პოლიციამ თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილს 5000-ლარიანი ჯარიმები გამოუწერა. 

სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტმა შენობაში შეწამვლითი სამუშაოები ისე დაიწყო, რომ სტუდენტები არ გააფრთხილა. მათი თქმით, ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ პროტესტის გასაგრძელებლად სხვა სივრცე გამოეყენებინათ, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს. მათი თქმით, შემოთავაზებული სივრცე პატარა იყო.

ამაზე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც უნივერსიტეტმა პოლიცია გამოიძახა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა