თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი - პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, უკრაინასთან დაზვერვის გაზიარების პაუზა დასრულდა

ნახვები: 481 აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი - პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, უკრაინასთან დაზვერვის გაზიარების პაუზა დასრულდა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების განახლებას ადასტურებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ხელმძღვანელობის დამსახურებით, უკრაინაში სისხლიანი ომის დასრულებას ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით მივუახლოვდით. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, უკრაინასთან დაზვერვის გაზიარების პაუზა დასრულდა, - წერს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი X-ზე.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთში მდებარე იასიონკას ლოჯისტიკური ცენტრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება წინა დონეს დაუბრუნდა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, თუ რუსეთიც იმავე ნაბიჯს გადადგამს. მოლაპარაკებების შედეგად, აშშ-მა თანხმობა განაცხადა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება განეახლებინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა