რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

რობინ დანიგანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ნახვები: 459 რობინ დანიგანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რობინ დანიგანი 14 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და „აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა“.

აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით კი, ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ნაბიჯები, „რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა