თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნიკა კაცია მოსამართლეს - თითს ნუ მიქნევთ და ნუ მაშინებთ! - ბარემ დამხვრიტეთ

ნახვები: 521 ნიკა კაცია მოსამართლეს - თითს ნუ მიქნევთ და ნუ მაშინებთ! - ბარემ დამხვრიტეთ

თითს რომ მიქნევთ და მაშინებთ, ნუ მაშინებთ! მინდა მიხვდეთ, რაზეა საუბარი, - ასე მიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა, ნიკა კაციამ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ნიკა კაციას ბრალდების საქმე განიხილება, ბრალდებულსა და მოსამართლეს შორის, ასევე ბრალდებულსა და პროკურორს შორის პოლემიკას არაერთხელ ჰქონდა ადგილი.

ნიკა კაცია, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაშია ბრალდებული, თავს დამნაშავედ არ თვლის და ამბობს, რომ მისი საქმის გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობს. მისი თქმით, ის სამართალდამცავებმა საკუთარ სახლთან დააკავეს და არა იმ მისამართზე, რომელიც ოქმშია მითითებული. ბრალდებული მიიჩნევს, რომ მისი ბრალდების საქმე „თეთრი ძაფით არის შეკერილი“. როგორც კაციამ აღნიშნა, ჩხრეკისას სამართალდამცავები „ღადაობდნენ, რომ მაგრად დავშმონეთო“. კაციას თქმით, მის საქმეში ტაქსის მძღოლის, ლევან იაშაღაშვილის ჩვენება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ტაქსის მძღოლის საუბრით გაირკვევა ბევრი დეტალი. კაციას თქმით, მას ასამართლებენ მეოთხე თვეა იმისთვის, „რაც ჯიბეში არ ჰქონია“. ასევე, როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, თუ ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, მაშინ მისთვის გაუგებარია, მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით რატომ დაუსვეს კითხვა გამომძიებლებმა. ნიკა კაციას თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალი არის აბსურდი, რეალურად კი ის სამშობლოს სიყვარულისთვის დააკავეს.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რამდენჯერმე გამოიყენა პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის მისამართით რეპლიკა „მატყუარა“, რა დროსაც მას მოსამართლემ კორექტულად საუბრისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნა, რომ შესაბამის ზომებს მიიღებდა.

„ვინაიდან მსურს, რომ მონაწილეობა მიიღოთ ყველა სასამართლო სხდომაში, ამიტომ არ ვიყენებ 90-ე მუხლს. კიდევ ერთხელ გაძლევთ შენიშვნას ყველა იმ საუბართან დაკავშირებით, რაც ვითომ განმარტებისთვის გააკეთეთ. ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ გაგაძევოთ დარბაზიდან. თუ ასეთი ტონით უნდა გააგრძელოთ საუბარი, მაშინ მივიღებ ზომებს“, - განაცხადა თამარ მჭედლიძემ, რა დროსაც, თავად კაციამ მოსამართლეს უპასუხა, რომ ნუ ემუქრება.

„არ გრცხვენიათ?!“, - მიმართა მოსამართლეს კაციამ, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ „არა, არ რცხვენია“.

„მეოთხე თვე ხდება 7 აპრილს, როცა გამოძიება არცერთ შემთხვევაში არ იწყება. მე კი არ უნდა ვიხვეწებოდე და გემუდარებოდეთ, ეს ისედაც უნდა მოხდეს. ვითხოვ გამოძიებას და რატომ არ იწყება?!

პირდაპირი ეთერით მე ვუყურებ სხვა სასამართლო პროცესებსაც, რაც ცირკიც არ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ყარს. მე ვუყურებ, მათ შორის თქვენს პროცესებსაც, როგორ იქცევით. ასეთი არასწორი კომუნიკაცია და რეპლიკები რომ არ ყოფილიყო, მე არცერთ შემთხვევაში ამას არ ვიტყოდი. ანუ რაზე ვლაპარაკობთ? ვინც მე მასამართლებთ, ყველა ხელს უწყობთ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, დასანქცირებულები და კიდევ მე მაძლევთ შენიშვნას?

ადრე ვთქვი სასამართლოზე, რომ ბარემ დამხვრიტეთ-მეთქი და მახსოვს თქვენ, შეიჭმუხნეთ და ძალიან ადეკვატური რეაქცია გქონდათ, მაგრამ მე გეუბნებით, ახლა, რომ როლები გავცვალოთ თუნდაც წარმოსახვით და თუ გაქვთ ამის უნარი, თქვენ გაგიჩნდებოდათ ზუსტად იგივე აზრი და შეგრძნება“, - მიმართა ბრალდებულმა ნიკა კაციამ მოსამართლეს.

კაციას განმარტებით, ის თავს ბრალდებულად არ თვლის, რადგანაც „სისტემამ და რუსულმა რეჟიმმა სცენარი შეუთხზა“.

„სამართლებრივი ჩარჩოდან თუ ვინმე გავიდა, ეს პროცესია გასული და სხვათა შორის, თქვენი მონაწილეობით. „უსამართლო სასამართლო“- ეს ჩემი მოგონილი არ არის და მოსამართლეებს უსაფუძვლოდ არავინ ასანქცირებს“, - მიმართა მოსამართლეს ნიკა კაციამ.

სანქციების ხსენებას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ასე უპასუხა:

„ეს საერთოდ არ არის აქ განსახილველი. საერთოდ არ ვარ ვალდებული, რომ რაიმე განმარტება გავაკეთო და მით უმეტეს, რომელიღაცა ქვეყნის პოლიტიკური პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში არ საუბრობენ. საქმეს დავუბრუნდეთ“, მიმართა მჭედლიშვილმა ბრალდებულს.

გარდა ამისა, ნიკა კაციამ სხდომაზე არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი საქმე „თავიდან ბოლომდე არის ფალსიფიცირებული“. მისივე თქმით, დაკავებისას პირადი ნივთები მოპარეს.

„ეს ქვეყანა არის გადამდგარი რელსებიდან, თორემ საერთოდ არ ვიქნებოდი აქ. ნუ მაწყვეტინებთ 90-ჯერ, მინიმუმ დედობრივი ინსტინქტით ვერ გამოირჩევით!… მე როცა აქედან ვბრუნდები, წერილებს ვწერ დედაჩემს და ჩემს მეგობრებს. ასევე იცით, რაზე ვფიქრობ? - როდესღაც თქვენი შვილი ჩემ ძმას შეხვდება და რა უნდა უთხრას? ის, რომ შეკერილ საქმეებს აწერდით ხელს?“, - მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს, რა დროსაც მოსამართლემ კიდევ ერთხელ მიუთითა ბრალდებულს, რომ კორექტულად ისაუბროს და ისაუბროს მხოლოდ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

 

იპნ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა