თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში დაამარცხა

ნახვები: 441 ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში დაამარცხა

ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრებს შეხვდა და 3:0 დაამარცხა.

ფაქტები

  • საქართველოს ნაკრები სომხეთს მერვედ შეხვდა. 4 მოგება საქართველოს ანგარიშზეა, 2 მოგება – სომხეთის, ორიც ფრედ დასრულდა.
  • კაპიტნის სამკლავური პირველად გაიკეთა ოთარ კიტეიშვილმა. ის საქართველოს ნაკრების 26-ე კაპიტანია.
  • გიორგი მამარდაშვილი ეროვნული გუნდის პირველი მეკარეა, რომელმაც საგოლე გადაცემა შასრულა.
  • გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში მე-18 გოლი გაიტანა. მან ამ მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელიას და თემურ ქეცბაიას გადაასწრო.

დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრებს კაპიტანი გურამ კაშია და ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია დააკლდა. ფრანგმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი და ნიკა კვეკვესკირი დააბრუნა.

მეზობლების დერბი ყოველთვის გამორჩეულ ინტერესს იწვევდა და გამონაკლისი არც ეს მატჩი გამოდგა. პირველი მომენტი მე-5 წუთზე ჩაკვეტაძემ შექმნა, რომელმაც ივუს ბურთი აართვა, კარისკენ დაიძრა და მეტოქის მცველთნ ორთაბრძოლისას საჯარიმოსთან წაიქცა, მაგრამ არბიტრმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა და თამაში გააგრძელა.

33-ე წუთზე ქოჩორაშვილმა გადაცემა ჩაჭრა, ბურთი კიტეიშვილთან გაითამაშა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა „ლევანტეს“ ნახევარმცველმა ანგარიში გახსნა.


ოთხ წუთში კი მამარდაშვილის გადაცემით მიქაუტაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეკარის მიერ შესრულებული პირველი საგოლე გადაცემა იყო.

ტაიმის ბოლოს ბარსეგიანმა სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ ბურთი კარს ააცილა და საქართელოს ნაკრების შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა.

შესვენების საქართველოს ნაკრებმა მესამეც გაიტანა – სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა – 3:0.

საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და B დივიზიონში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთის გუნდს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირვეი არხი შემოგთავაზებთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა