ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

კირ სტარმერი - დარწმუნებით ვიცით, რომ შეთანხმებას, რომლის უკან არაფერი დგას, პუტინი დაარღვევს

ნახვები: 451 კირ სტარმერი - დარწმუნებით ვიცით, რომ შეთანხმებას, რომლის უკან არაფერი დგას, პუტინი დაარღვევს

უსაფრთხოების გარანტიები თუ არ იქნება, სრულიად ნათელია, რომ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

სტარმერის მოსაზრებით, პუტინი უკრაინაში ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს, “რომლის უკან არაფერი დგას”.

“გასულ შაბათ-კვირას და მანამდე ორი კვირით ადრე, საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერების შეხვედრები გვქონდა, რომლებიც შეიკრიბნენ, რათა მიეღწიათ პოლიტიკური თანხვედრისა და კოლექტიური შეთანხმებისთვის, რომ ერთად მუშაობა გვჭირდება, რათა უზრუნველვყოთ ნებისმიერი მიღწეული შეთანხმების დაცულობა…

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაკეთება, ვინაიდან, ერთი რამ ვიცით დარწმუნებით, რომ შეთანხმებას, რომლის უკანაც არაფერი დგას, პუტინი დაარღვევს.

ეს ვიცით, ვინაიდან, ეს აქამდე მომხდარა. სრულიად ნათლად მაქვს გააზრებული, რომ ეს კვლავ მოხდება”, - განაცხადა სტარმერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა