Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი-ვოლოდიმირ ზელენსკი

ნახვები: 377 ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი-ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის დაბომბვის შემდეგ მოსახლეობას მიმართა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ტყუილია რუსეთის განცხადება, რომ მათი სამიზნე არ არის სამოქალაქო ობიექტები.

„​ისინი ამბობენ, რომ სამოქალაქო ობიექტები არ არის მათი სამიზნე, ეს ტყუილია, ისინი არ უყურებენ, სად მოქმედებენ. დარტყმის ქვეშ ერთიანად არიან სამხედროებიც და მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ამ თავდასხმის სამიზნე არის ზეწოლა. ზეწოლა თქვენზე ჩემო მოქალაქენო, ზეწოლა მთელს საზოგადოებაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს ადრე თუ გვიან, მოუწევს უკრაინასთან საუბარი იმაზე, როგორც უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები.

„უკრაინელები აჩვენებენ ნამდვილ გმირობას. რუსული ჯარი ბევრი მიმართულებით შევაჩერეთ. მიმდინარეობს ბრძოლა, რუსეთის თავდასხმა გრძელდება. ისინი ცდილობენ, დაგვღალონ , მაგრამ არ დავიღლებით. ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი, საუბარი იმაზე, როგორ დავასრულოთ საომარი მოქმედებები და ეს შემოჭრა. რაც უფრო სწრაფად დაიწყება ეს საუბარი, მით უფრო ნაკლები იქნება დანაკარგი, მათ შორის რუსულ მხარესაც", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეომიმართვის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა რუს ხალხს რუსულ ენაზე მიმართა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომელიც საპროტესტო აქციებზე გადის, მინდა გითხრათ: ჩვენ გხედავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი ხმა გაიგეთ, ჩვენი გჯერათ, იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა