4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

თეთრი სახლი - რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე და ძალის არგამოყენებაზე შეთანხმდნენ

ნახვები: 496 თეთრი სახლი - რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე და ძალის არგამოყენებაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე და ძალის არგამოყენებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებებს თეთრი სახლი ავრცელებს.

საუდის არაბეთში, 23-25 მარტს გამართული შეხვედრების შედეგად, თეთრი სახლი რუსეთთან და უკრაინასთან მიღწეულ შეთანხმებებზე ცალკე განცხადებებს აქვეყნებს.

ორივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და რუსეთი აშშ-სთან შეთანხმდნენ “შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის არგამოყენებაზე, და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე”.

უკრაინასთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “შეერთებული შტატები ერთგული რჩება დახმარება გაწიოს ომის ტყვეების გაცვლის მისაღწევად, დაკავებული სამოქალაქო პირების გასათავისუფლებლად და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად”.

რუსეთთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “შეერთებული შტატები დახმარებას გაწევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქის ექსპორტისთვის მსოფლიო ბაზრობაზე რუსეთის წვდომის აღდგენაში, საზღვაო სადაზღვევო ხარჯების დაწევაში, და მსგავსი ტრანზაქციებისთვის პორტებისა და საგადასახადო სისტემებისადმი წვდომის გაფართოებაში”.

ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა და რუსეთი აშშ-სთან შეთანხმდნენ ტრამპი-ზელენსკისა და ტრამპი-პუტინის შეთანხმების იმპლემენტაციაზე, რომ “აიკრძალოს რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები”.

ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-უკრაინა, ისევე როგორც აშშ-რუსეთი, მიესალმებიან მესამე ქვეყნების სასარგებლო სერვისებს, რომელთა ხედვაში იქნება ენერგეტიკისა და საზღვაო შეთანხმებების იმპლემენტაციის მხარდაჭერა.

ასევე, აშშ-უკრაინა და აშშ-რუსეთი “გააგრძელებენ მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ მუშაობას”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა