ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სხდომათა დარბაზში მაინც შევალთ-გიორგი ბოტკოველი

ნახვები: 360 სხდომათა დარბაზში მაინც შევალთ-გიორგი ბოტკოველი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი მოღალატეობრივ ქმედებას უწოდებს. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები სასესიო დარბაზში მაინც შევლენ, რათა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადონ.

ჩვენ დარბაზში შევალთ აუცილებლად, იმიტომ, რომ ეს არის მოთხოვნა არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის, არამედ მთლიანად ოპოზიციის და გუშინ სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულება, რითიც დაინიშნა რიგგარეშე სხდომა და ჩვენ შევალთ აუცილებლად იქ, რომ იქიდან კიდევ ერთხელ დავანახოთ უკრაინელ ხალხს, რომ ქართველი ხალხი მათ მხარში უდგას და მხარს უჭერს. მართლა გაუგებარია, ხომ ბევრს ვსაუბრობდით მანამდე დღევადელი ხელისუფლების კურსზე, როგორ იქცეოდა ის ნებისმიერ სიტუაციაში, როცა რეალურად მხარდაჭერა სჭირდებოდა დემოკრატიულ სამყაროს, მაგრამ ის, რასაც ისინი დღეს აკეთებენ, ეს არის ზღვარს სცილდება და ამაზე დიდი მოღალატეობრიობა რა შეიძლება განახორციელოს ქვეყნის მმართველობამ და ქვეყნის ხელისუფლებამ, რასაც სჩადის დღეს იმ ნაბიჯით, როდესაც ის არ იღებს მონაწილეობას იმ მნიშვნელოვან სხდომაში, რომელი სხდომაც ცოტა მაინც წაადგება უკრაინელი ხალხის თავისუფლებას, მათ ბრძოლას და მათი ბრძოლის მხარდაჭერას, - თქვა ბოტკოველმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა