ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უმრავლესობამ გადაწყვიტა,პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა-ხატია დეკანოიძე

ნახვები: 331 უმრავლესობამ გადაწყვიტა,პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა-ხატია დეკანოიძე

ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის შენობაში ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ შეაგროვა ხელმოწერები უმრავლესობის დეპუტატების და გადაწყვიტა, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უმრავლესობის მხრიდან ეს გადაწყვეტილება სამარცხვინოა.

„საქართველოს მოქალაქეებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო უკრაინაში, და მე არ შემიძლია, დღეს არ ვიყო ემოციური, რადგან ჩემი გული არის კიევში. დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებაში მაშინ, როდესაც ამ წუთებში, ერთ-ერთ ჩემს ყველაზე საყვარელ უბანში, აბალონზე კიევში რუსული დივერსიული ჯგუფები უტევენ თავდაცვას, თავდაცვის ძალებს უკრაინაში, მათ შორის მოქალაქეებს, ვინც არიან ჩართული ქალაქის თავდაცვაში, უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილებით შეაგროვა ხელმოწერები უმრავლესობის დეპუტატების და გადაწყვიტა, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა, არ გაეღო საქართველოს პარლამენტის დარბაზი პირველად საქართველოს ისტორიაში. საქართველოს პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე პაპუაშვილმა, რომლის სახელი ისტორიაში არ დარჩება და დარჩება მხოლოდ იმ გმირების სახელი, ვინც ახლა იბრძვის კიევში, გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდეს და საპარლამენტო დარბაზი ჩაგვიკეტოს. ჩაუკეტოს საქართველოს მოქალაქეებს, ჩაუკეტოს უკრაინას, იმ გმირებს, ვინც გუშინ და დღეს დაეცნენ. ჩვენ უნდა გაგვეჟღერებინა დღეს აქ ჰიმნი საქართველოში, უკრაინისთვის და გვეთქვა მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენც ოკუპირებული ვართ, უკრაინაში მიდის აგრესია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა