კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის

ნახვები: 501 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის
რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„გასული საღამოსა და ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 170-ზე მეტი დრონით შეუტია. აღნიშნული მასიური თავდასხმის სამიზნე დნიპროს, კიევის, სუმის, ხარკოვისა და ხმელნიცკის რეგიონები იყო. ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი „რეალურ ზეწოლას არ გრძნობს“.

„რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის, ომის გაჭიანურებითა და ტერორისტული თავდასხმების განხორციელებით, რადგან ის ჯერ კიდევ არ გრძნობს რეალურ ზეწოლას. დიპლომატიამ შეიძლება იმუშაოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მას ზურგს რეალური ქმედებები უმაგრებს, რომლებიც ჩვენს მეომრებს აძლიერებს და ოკუპანტებს ომის წარმოებისთვის რესურსებზე წვდომას უზღუდავს. ჩვენმა პარტნიორებმა იციან რა სახის ზეწოლას შეუძლია ეს და ეს დამოკიდებულია ამერიკაზე, ევროპასა და მსოფლიოში ყველაზე, ვისაც ეფექტური დიპლომატია სურს“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა