Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce
Zelensky holds supreme Commander-in-Chief's Staff meeting: Ukraine's front-line positions strongest in long time

დმანისიდან, 31 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციაში მონაწილეობისთვის, ჯგუფი დაიძრა

ნახვები: 529 დმანისიდან, 31 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციაში მონაწილეობისთვის, ჯგუფი დაიძრა

31 მარტს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ პროტესტთან დაკავშირებით, ქალაქ დმანისიდან მოქალაქეთა ჯგუფი დაიძრა.

აქციის მონაწილეები 3 დღის განმავლობაში 100 კილომეტრს გაივლიან და 31 მარტს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციაზე მივლენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, მათი მიზანია, ხელისუფლებას თავიანთი ძალა აჩვენონ, ასევე რეგიონებში საზოგადოებას ხმა გააგონონ, რომ ქვეყნის მასშტაბით პროტესტი კვლავ გრძელდება.

„დავიძარით დმანისიდან და 31 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივალთ. აქციაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავადაა. ამ 100 კილომეტრის გავლით, გვინდა მათ [ხელისუფლებას] ჩვენი ძალა ვაჩვენოთ, ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ.

უკვე გავლილი გვაქვს 20-22 კილომეტრი, დმანისის მუნიციპალიტეტს გამოვცდით. საღამოს ბოლნისში დავბანაკდებით, სადაც მერიასთან აქციას გავმართავთ და მოქალაქეებს შემოერთებისკენ მოვუწოდებთ. დილით კი მარნეულისკენ გავემართებით, იქაც, მერიასთან აქციას გავმართავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში პროტესტის ხმა ისმოდეს. პროპაგანდისტული მედიების გადამკიდე არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროტესტი შეწყდა. ჩვენი ქმედებით კი მინიმუმ იმას მაინც შევძლებთ, რომ ამ 100 კილომეტრის მანძილზე ყველა სახლთან გავაჟღერებთ, რომ უკანონო პატიმრების გათავისუფლებასა და სამართლიან ახალ არჩევნებს ვითხოვთ.

გზადაგზა სხვებიც შემოგვიერთდებიან, რომლებიც ჩვენთან ერთად გაივლიან ამ გზას და ამ ისტორიულ ნაბიჯებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები, 100 კილომეტრს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გაივლიან.

ცნობისთვის, 31 მარტს საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსეს, რომელსაც სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც უერთდებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა