Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მაია კოპალეიშვილი - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს

ნახვები: 596 მაია კოპალეიშვილი - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს

31 მარტთან დაკავშირებით განსაკუთრებული მზადებაა, გარდა იმისა, რომ 31 მარტი ჩვენთვის, ქართველებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილი აქვს, განცხადებაც გააკეთოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა მაია კოპალეიშვილმა განუცხადა.

ის პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება. როგორც კოპალეიშვილი განმარტავს, ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს.

"ალბათ, რელევანტური იქნება, ქალბატონ სალომეს ამ განცხადებას დაველოდოთ, რომელიც რა თქმა უნდა, კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული. იცით, რომ ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს ხვდებიან, სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციებს ატარებენ, ამიტომ 31 მარტს პრეზიდენტი ზუსტად განაცხადებს შედეგებს. ვფიქრობ, ის იტყვის რაღაც შეთანხმებულ ვარიანტს, მათ შორის, ისიც გაირკვევა, სად თანხმდებიან და სად - ვერა.

ჩვენთვის არ იცვლება ის მთავარი, რაც თავიდანვე დავასახელეთ, ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს უკვე გაცხადებული გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, ახალი საპარლამენტო არჩევნები და რეჟიმის ტყვეების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა. ერთადერთი, როცა შესაძლებელია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, როცა ვთქვათ, საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს დაემთხვევა. ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი ცესკო-ს ადმინისტრაციით და პატიმრების გათავისუფლება - ამის გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ", - განაცხადა კოპალეიშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა