ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს და გააცნობს თავის შეფასებებს

ნახვები: 487 ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს და გააცნობს თავის შეფასებებს

ხვალინდელი დღე არის ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ისტორიული დღე და ამ ისტორიული დღის აღსანიშნავად იკრიბება საზოგადოება - პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს და გააცნობს თავის შეფასებებს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი სწორედ ხვალინდელ აქციას შეეხებოდა.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ჩვენ ვიკრიბებით საკმაოდ რეგულარულად. ეს არის ის კოორდინაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ხვალინდელი დღე არის ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ისტორიული დღე და ამ ისტორიული დღის აღსანიშნავად იკრიბება საზოგადოება ხვალ. პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს, გააცნობს თავის შეფასებებს. ვფიქრობ, ეს თავისთავად ისტორიული დღეა და ჩვენგან მოითხოვს აღნიშვნას. ამავდროულად პროტესტის მნიშვნელოვანი დღეა და ეს არის სწორედ, რაზეც დღეს ვისაუბრეთ”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა