ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დიდი ბრიტანეთი, უკრაინას აღჭურვილობით დაეხმარება

ნახვები: 407 დიდი ბრიტანეთი, უკრაინას აღჭურვილობით დაეხმარება

დიდი ბრიტანეთი ევროპულ ომს არ გააჩაღებს, თუმცა უკრაინას აღჭურვილობით დაეხმარება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა „ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა.

„მე არ გავაჩაღებ ევროპულ ომს, თუმცა დავეხმარები უკრაინას, იბრძოლოს ყველა ქუჩაზე ყველანაირი აღჭურვლობით, რომლის მიწოდებაც მათთვის შეგვიძლია", - განაცხადა თავდაცვის მდივანმა.

ბენ უოლასის თქმით, რუსეთი არ გაჩერდება უკრაინის შემდეგ.

„პუტინი არ არის რაციონალური. მას არ სჯერა, რომ ბალტიის სახელწმიფოები ნამდვილი ქვეყნებია. ჩვენ მას ყველა წინ უნდა აღვუდგეთ", - აღნიშნა მან.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, 2008 წლის შემდეგ ბრიტანეთი ფინანსურად ეხმარებოდა, მხარს უჭერდა უკრაინას და ცდილობდა, დახმარებოდა მას ნატო-ში გაწევრიანებაში მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებს არ სურდათ მისი წევრობა. როგორც ბენ უოლასმა განაცხადა, ბრიტანული დაზვერვის ხელთარსებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში ომის პირველ დღეს დაახლოებით 450 სამხედრო დაკარგეს, ხოლო რუსულმა ელიტურმა სპეცდანაყოფმა ვერ შეძლო კიევის ჩრდილოეთით მდებარე აეროპორტის დაკავება.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა პირველი დღის დასახული სამხედრო ამოცანები ვერ შეასრულეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა