Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

ვოლოდიმირ ზელენსკი - წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ნატო-ს საკითხი არ არის და არც ყოფილა

ნახვები: 438 ვოლოდიმირ ზელენსკი - წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ნატო-ს საკითხი არ არის და არც ყოფილა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება ნატო-ს საკითხს არ მოიცავს და არც არასდროს მოიცავდა, - ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ამ შეთანხმებას და ნატო-ს საკითხს, ნატო-ს საკითხი არ არის და არც ყოფილა ამ შეთანხმებაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეთანხმების ახალ პროექტზე ორივე მხარის იურისტები მუშაობენ.

შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი მინერალების შესახებ შეთანხმებიდან „უკან დახევაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი პრობლემები შეექმნება, თუ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. „ვხედავ, რომ ცდილობს უკან დაიხიოს იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებიდან. თუ ამას გააკეთებს, პრობლემები ექნება - დიდი, დიდი პრობლემები. მას სურს იყოს ნატო-ს წევრი. ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი. მას ეს ესმის. ასე რომ, თუ შეთანხმებაზე ხელახლა მოლაპარაკებას აპირებს, დიდი პრობლემები ექნება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა