Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი და აშშ შაბათს ომანში არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ

ნახვები: 502 ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი და აშშ შაბათს ომანში არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ

ვაშინგტონი და თეირანი 12 აპრილს ომანში არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ირანი და შეერთებული შტატები შაბათს ომანში მაღალი დონის არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის შეხვედრას გამართავენ. ეს არის როგორც შესაძლებლობა, ასევე ტესტი. ბურთი ამერიკის მოედანზეა“, - წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს. ეს დაიწყო და შაბათს გაგრძელდება. ძალიან დიდი შეხვედრა გვაქვს და ვნახავთ რა შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, ყველა თანხმდება, რომ შეთანხმების მიღწევა სასურველი იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა