თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

დაკავებული გიორგი მინდაძის დედა - დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან პოლიტპატიმრების დედებმა ვიცით, რას ნიშნავს ამ წმინდანების სულის დიდება

ნახვები: 491 დაკავებული გიორგი მინდაძის დედა - დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან პოლიტპატიმრების დედებმა ვიცით, რას ნიშნავს ამ წმინდანების სულის დიდება

ღამისთევაც ბრწყინვალე იყო და დღევანდელი დღეც ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ - ადამიანებმა, რომლებიც პოლიტპატიმრების დედები ვართ, ვიცით მაგ წმინდანების სულის დიდება რას ნიშნავს - დავდექით ჩვენი შვილის პლაკატებით და არავინ მოვუშვით იმიტომ, რომ ეს წმინდა ადგილია და წმინდად, საქართველოს სიყვარულით უნდა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული სტუდენტის, გიორგი მინდაძის დედამ, ნანი წულაიამ საპროტესტო აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, აქციების დროს დაკავებულთა ოჯახების მხრიდან აქციის დაანონსება სწორი ნაბიჯი იყო.

„ჩვენს დაანონსებულ აქციას - დედების, დების, ცოლების და მეგობრების დაანონსებულ მოძრაობას ბრწყინვალედ ვაფასებ. ნამდვილად სწორი გზა იყო ჩვენი გადადგმული ნაბიჯი - 8-ში რომ დავიწყეთ და 24-საათიანი აქცია დავაანონსეთ. ღამისთევაც ბრწყინვალე იყო და დღევანდელი დღეც ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ, ადამიანებმა, რომლებიც პოლიტპატიმრების დედები ვართ, ვიცით მაგ წმინდანების სულის დიდება რას ნიშნავს. ვიდექით მაგათი სულის დიდებისთვის, სანთლებიც ავანთეთ, მამაომ პარაკლისიც გადაიხადა, 36 წლის წინ დილის 4:00 საათზე როგორც განვითარდა მოვლენები... ამის შემდეგ დავდექით ჩვენი შვილების პლაკატებით და არავინ მოვუშვით იმიტომ, რომ ეს წმინდა ადგილია და წმინდად, საქართველოს სიყვარულით უნდა შევინარჩუნოთ. ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ისტორიული ძეგლი და ჩვენი წმინდა ადგილი”, - განაცხადა ნანი წულაიამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მან აღნიშნა, რომ 14 აპრილს სტუდენტების მიერ დაგეგმილ აქციას “პოლიტპატიმრების დედებიც შეუერთდებიან”.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა