Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

უკრაინის თავდაცვის მინისტრი - მადლობა, გერმანია, გვერდით დგომისთვის

ნახვები: 496 უკრაინის თავდაცვის მინისტრი - მადლობა, გერმანია, გვერდით დგომისთვის

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს უკრაინისთვის გამოცხადებული დახმარების პაკეტებისთვის მადლობას უხდის.

„მადლიერი ვარ გერმანელი ხალხისა და მთავრობის, განსაკუთრებით ჩემი კოლეგის, მინისტრ ბორის პისტორიუსის, დღევანდელი განცხადებისთვის უკრაინისთვის 2029 წლამდე დამატებით 11 მილიარდი ევროს სამხედრო მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ. 2025 წელს გერმანიიდან მოწოდებული მხარდაჭერა დაგვეხმარება ჩვენი ცის დაცვაში (IRIS-T სისტემები რაკეტებით, PATRIO-ის რაკეტები) და ჩვენი პოზიციების განმტკიცებაში ბრძოლის ველზე (Marder-ები, Leopard-ები, საარტილერიო სისტემები). მადლობა, გერმანია, ჩვენს გვერდით დგომისთვის. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ევროპაში“, - წერს რუსტემ უმეროვი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

რუსტემ უმეროვი მადლობას უხდის ბრიტანელ კოლეგას, ჯონ ჰილს გაერთიანებული სამეფოს მიერ, ნორვეგიასთან ერთად, უკრაინისთვის გამოცხადებული 450 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტისთვის.

„დაფინანსება უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის, ასევე სარადარო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების და ასობით ათასი დრონის მოვლა-შეკეთებას. ერთად ვმუშაობთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფა“, - წერს უმეროვი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა