Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრებს - თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: „გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო!“ - ამიტომ გადავდექი

ნახვები: 473 გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრებს - თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: „გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო!“ - ამიტომ გადავდექი

ჩემი [პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან] გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყანას და გუნდს დაპირდა, რომ პოლიტიკიდან სრულად და სამუდამოდ მიდიოდა, პროცესში სრულად შემოვიდა და პროცესი ისე მართა, რომ თითოეული თქვენგანის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა - რაღაც მომენტში ყველა გაქრა! როცა ბიძინასგან ზარი მიიღეთ, დაიმალეთ და გაქრით! ამის გამო მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე! - ასე ახსნა გიორგი გახარიამ 2021 წლის 18 თებერვალს მთავრობის მეთაურის პოსტიდან გადადგომის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ, ნიკა მელიას დაკავების საკითხს უკავშირდებოდა.

როგორც გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, მის გადაწყვეტილებზე ზემოქმედება არავის მოუხდენია, გუნდი კი ბიძინა ივანიშვილმა შეაშინა.

“თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო! - თქვენ ამის შეგეშინდათ და მეტი არაფრის! მე ამიტომ გადავდექი“, - განაცხადა გახარიამ.

მან უპასუხა კითხვას, რატომ არ დააკავა ნიკა მელია, თუკი შს მაშინდელი მინისტრი ვახტანგ გომელაური დაკავებისთვის მზად იყო.

“თქვენ მელია დააკავეთ ისე და იმ ფორმით, რომ შემდეგ გაშვება მოგიწიათ - ნაცვლად იმისა, რომ მელია დღეს სასჯელს იხდიდეს, არის გარეთ! მელია ისე უნდა დაკავებულიყო, რომ ახლა გარეთ კი არ იყოს, უნდა იყოს ციხეში. თუ მელია დაკავებული იქნებოდა ისე, როგორც ის მაშინ დააკავეს, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა, რომ ის გარეთ იქნებოდა. მელია ისე უნდა დაკავებულიყო, რომ ამნისტიის საკითხი არ დამდგარიყო. ეს არის მთავარი!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა