ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან სანიკიძე - არსებულ პირობებში, თვითმმართველობის არჩევნებში არ ვმონაწილეობთ და ამაზე ფიქრიც კი ამორალურია

ნახვები: 519 ლევან სანიკიძე - არსებულ პირობებში, თვითმმართველობის არჩევნებში არ ვმონაწილეობთ და ამაზე ფიქრიც კი ამორალურია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ „აბსოლუტურად გაუგონარი“ უწოდა „გახარია საქართველოსთვის“ დამფუძნებლის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.

როგორც ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს განცხადება ასობით და ათასობით დაზარალებული ადამიანის სულისკვეთებას სცდება.

„პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ვაცხადებთ, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ამყარებს დიქტატურას და ეს არის უკვე ფაქტობრივი მოცემულობა, ისედაც უნდა ვიყოთ ფორმაში, ამას საარჩევნო მომზადებაც არ სჭირდება. თუ ვამბობთ, რომ გადარჩენისთვის ვიბრძვით, პოლიტიკური პარტია ისედაც ფორმაში უნდა იყოს. ამ ვითარებაში გახარიას ეს განცხადება ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგონარი. პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების, ასობით და ათასობით დაზარალებული ადამიანის სულისკვეთებას სცდება. ქვეყანაში ნორმალური ვითარება დაბრუნდა? წინასაარჩევნო რეჟიმში უნდა გადავიდეთ? მით უმეტეს არჩევნებით, სადაც ერთპარტიული პარლამენტი და ეს ხელისუფლება არ იცვლება. შესაბამისად, საზოგადოების დაკვეთას უნდა ვემსახურებოდეთ. ამ ქვეყანაში საზოგადოების დაკვეთა არის ხელისუფლების ცვლილება და არა სისტემური ოპოზიციის როლში მორგება, რომ სადღაც საკრებულოებში 2-2 კაცი გავიყვანოო“,-განაცხადა სანიკიძემ.

მისი განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მყარი პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არსებულ პირობებში, თვითმმართველობის არჩევნებში არ ვმონაწილეობთ, ამაზე ფიქრიც კი არის ამორალური. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე. წარმოუდგენელია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამ პირობებში, სადაც გვყავს პოლიტპატიმრები, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი არის უცნობი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ყოველდღიურად სამოქალაქო აქტივისტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიები, სადაც ვისმენთ განცხადებებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან, რომ თურმე 9 აპრილი რუსების მოწყობილი არ ყოფილა. რომ თურმე გიორგი ანწუხელიძე გმირი არ არის და ჩვენ ასეთი გმირები არ გვჭირდება“,-განაცხადა სანიკიძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ თითოეული მოქალაქის სახელმწიფოებრივ და პირად თავმოყვარეობას ცდის.

„ვინ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები? ადმინისტრატორი ვინ უნდა იყოს, თეა წულუკიანი და ირაკლი კობახიძე ისევ? ამ პირობების გარკვევა აუცილებელია იმისთვის, რომ ზოგადად, საერთოდ ვიფიქროთ ამ ქვეყანაში ნებისმიერი სახის არჩევნებში მონაწილეობაზე“,- განაცხადა სანიკიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა