ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი იქნება

ნახვები: 501 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი იქნება

ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან შეხვედრაზე უკრაინის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აღდგომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების შეთავაზებაზე უარი განაცხადა და უკრაინის ქალაქების დაბომბვა გააგრძელა.

„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც მოსკოვს სინამდვილეში სურს. თუმცა, უკრაინა თავის წინადადებას ინარჩუნებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ დაარტყას. ჩვენ მოსკოვისგან მკაფიო პასუხს ველით“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მისი თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად სარაკეტო დარტყმები და შორსმოქმედი დრონების გამოყენება უნდა შეწყდეს.

„რეალური ცეცხლის შეწყვეტა ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. უკრაინის წარმომადგენლებს, როგორც პარიზში გამართულ შეხვედრებზე, ისე ამ კვირაში ლონდონში დაგეგმილ შეხვედრებზე, მთავარი ამოცანა ექნებათ - უპირობო ცეცხლის შეწყვეტა - დასაწყისი ეს უნდა იყოს“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 23 აპრილს ლონდონში უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ლონდონში გასამართ შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი წარმოადგენენ, ხოლო უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისა იქნებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა