Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce
Zelensky holds supreme Commander-in-Chief's Staff meeting: Ukraine's front-line positions strongest in long time

სალომე ზურაბიშვილი - არ ვიცი, რამდენად მოსალოცია ეს დღე - ფაქტი, რომ დღეს არცერთი საერთაშორისო წვრთნა არ ტარდება, ძალიან დიდი ტკივილია ქვეყნისთვის

ნახვები: 536 სალომე ზურაბიშვილი - არ ვიცი, რამდენად მოსალოცია ეს დღე - ფაქტი, რომ დღეს არცერთი საერთაშორისო წვრთნა არ ტარდება, ძალიან დიდი ტკივილია ქვეყნისთვის

არ ვიცი, რამდენადაა მისალოცი, როცა ვუყურებთ, თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები - ჩვენი სუვერენობა, დამოუკიდებლობა, ჩვენი შინაგანი დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეშია ის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მძიმეა ის ფაქტი, როცა დღეს არცერთი საერთაშორისო წვრთნა აღარ ტარდება.

„მინდა მივულოცო თავდაცვის ძალებს დღევანდელი დღე. არ ვიცი რამდენადაა მისალოცი, როცა ჩვენ ვუყურებთ თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები: ერთი მხრივ, ის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია, რაც მოუწყვეს ე.წ. კომისიაში და მეორეს მხრივ, და ეს შეიძლება უფრო მძიმე იყოს ჩვენთვის და მომავლისთვის, ის ფაქტი, რომ დღევანდელ დღეს არ ტარდება არცერთი ის საერთაშორისო წვრთნები, რითაც ჩვენი ჯარი ბოლო წლებში ვითარდებოდა და სტანდარტების ამაღლება ამაზე იყო დამოკიდებული. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი სუვერენობა, დამოუკიდებლობა, ჩვენი შინაგანი დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა