Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

უკრაინა ქვეყანაში საგზაო ნიშნების მოხსნას აპირებს

ნახვები: 436 უკრაინა ქვეყანაში საგზაო ნიშნების მოხსნას აპირებს

უკრაინის საავტომობილო გზების სახელმწიფო სამსახური Укравтодор აცხადებს, რომ მტრისთვის გზის ასარევად ქვეყნის გზებზე ადგილთა დასახელების ნიშნებს ხსნიან.

სამსახურის ცნობით საგზაო ნიშნების მოხსნის მთავარი მიზანია, მტერს „პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვედრაში დაეხმარონ"

„ჩვენ ვხსნით საგზაო ნიშნებს ქვეყნის ყველა გზაზე. N1 პრიორიტეტია - ნიშნები, დასახლებათა სახელები. ჩვენ შეგროვებულ ნიშნებს ადგილობრივ ხელისუფლებასა და გზებზე მომუშავეებს გადავცემთ.

მტერს საშინელი კავშირები აქვს, მათ უჭირთ ორიენტირება. მოდით დავეხმაროთ მათ, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდნენ.

Укравтодор ყველა საგზაო ორგანიზაციას, ტერიტორიულ საზოგადოებებსა და ადგილობრივი ხელისუფლებებს რომ დაუყოვნებლიც დაიწყონ ახლომდებარე საგზაო ნიშნების ჩამოხსნა." - წერია Укравтодор-ის ოფიციალურ განცხადებაში.

Укравтодор ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საგზაო ნიშნების ფოტომონტაჟსაც ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა