რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

რაჟდენ კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ FARA უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება

ნახვები: 509 რაჟდენ კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ FARA უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება

FARA-ს კანონში არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კუპრაშვილი აღნიშნავს, „FARA-ს კანონი უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და რაიმე სახის სამუშაოების შეზღუდვასთან არანაირად არ არის კავშირში“.

კუპრაშვილის განცხადებითვე, ბიურო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით „ყველა დაინტერესებულ მხარესთან“ სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებს.

„აქ არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც ასე ვთქვათ, დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.

„აგენტის“ განმარტება კანონშია მითითებული. ხვალ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო შეხვედრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ვინაიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჩვენ მოგვიწია სამუშაო შეხვედრების რამდენიმე დღის დამატება“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან" დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა