ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 338 ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს-ირაკლი ღარიბაშვილი

ბუნებრივია, ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი გულისტკივილი გამოვხატო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია.

„უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და წესებს. ამის თაობაზე გვქონდა ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია. გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე.

ამასთანავე, მინდა, გითხრათ, რომ დღეს დილით, ჩემი გადაწყვეტილებით 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინულ მხარეს. რა თქმა უნდა, ეს ჰუმანიტარული ტვირთი არის დახმარება ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმებისთვის. უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში და ვერ დაბრუნდნენ უკრაინაში, მათაც მიეწოდებათ ყველა სერვისი და ყველა მომსახურება თბილისში უფასოდ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ ყველა დონეზე მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ.

„ყველა საერთაშორისო ფორმატში, იქნებოდა ეს ეუთო-ს მინისტერიალი თუ გაერო-ს ფორმატში, ყველა დონეზე მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ.

ასევე ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო მონაწილეობა ეუთო-ს მინისტერიალში, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დოკუმენტს. ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ, ხაზგასმით გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მკაფიო სოლიდარობა ვაჩვენეთ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს. ასევე ჩვენ მხარი დავუჭირეთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის უფლების შეჩერების შესახებ და რა თქმა უნდა, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაზე მინისტრმა ზალკალიანმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა საქართველოს პოზიციის შესახებ. ასევე გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას საქართველომ 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია",- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა