Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პაპუაშვილი დამოუკიდებლობის დღეს ჩამოსული სტუმრებისგან ბოდიშს ითხოვს - იმედია, პირველი, რასაც ის ქართულ მიწაზე გააკეთეს, ბოდიშს მოიხდის

ნახვები: 550 პაპუაშვილი დამოუკიდებლობის დღეს ჩამოსული სტუმრებისგან ბოდიშს ითხოვს - იმედია, პირველი, რასაც ის ქართულ მიწაზე გააკეთეს, ბოდიშს მოიხდის

ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოდის ევროპარლამენტის გარკვეული დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ლიეტუველი დეპუტატი, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით - იმედია, პირველი, რასაც ის გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, ბოდიშს მოიხდის ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში საღამოს დაგეგმილ აქციას, სავარაუდოდ, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე შეუერთდება.

მისივე თქმით, „ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება, რომ ის, ვინც სააკაშვილს იხუტებს და ვინც მას ხელისუფლებას უმაგრებდა თავის დროზე, აპრიორი ვერასდროს გახდებიან საქართველოს მეგობრები“.

„ვნახეთ, რომ ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოდის ევროპარლამენტის გარკვეული დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ლიტველი დეპუტატი, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. იმედი მაქვს, რომ პირველი, რასაც ის გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, ბოდიშს მოიხდის ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის. ეს ყველაზე კარგი მაგალითია იმის, რომ სააკაშვილის მეგობარი აპრიორი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. ის, ვინც სააკაშვილს იხუტებს, ვინც სააკაშვილს ხელისუფლებას უმაგრებდა თავის დროზე, აპრიორი დეფინიციითვე, ვერასდროს გახდებიან საქართველოს მეგობრები და ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა