ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველოს მოსახლეობის ბრძოლამ ნამდვილად შეცვალა დამოკიდებულება თქვენ მიმართ შეერთებულ შტატებში - ჯო უილსონი

ნახვები: 510 საქართველოს მოსახლეობის ბრძოლამ ნამდვილად შეცვალა დამოკიდებულება თქვენ მიმართ შეერთებულ შტატებში - ჯო უილსონი

"საქართველოს მოსახლეობის ბრძოლამ ნამდვილად შეცვალა დამოკიდებულება თქვენ მიმართ შეერთებულ შტატებში," - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით გამოირჩევა, რითაც მოხიბლულია.

"ჩვენთვის შთამაგონებელია ქართველი ხალხი. ვითვალისწინებთ რა, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ბრძოლამ ნამდვილად შეცვალა დამოკიდებულება თქვენ მიმართ შეერთებულ შტატებში. კონგრესის 90%-მა ხმა მისცა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების აუცილებლობას.

ეს საკითხი აშშ-ს სენატში აქტიურად განიხილება. ჩვენ ყველანი ნამდვილად მოხიბლულნი ვართ ქართველი ხალხით. მე მოხიბლული ვარ, რომ ვხედავ, როგორი ენთუზიაზმით, მონდომებითა და გამძლეობით გამოირჩევა ქართველი ერი, საქართველოს შესანიშნავი მოსახლეობა. ასევე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის აქ, ვაშინგტონში, მემასპინძლა.

ის კარგად მიიღეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონსონმა, ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მთელ იდეას - შესაძლებლობას, რომ გაერთიანებული ევროპის ნაწილი გახდეთ. ჩვენ გისურვებთ მხნედ ყოფნას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!"- მიმართა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა