უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ლუის ენრიკე - ჩემპიონთა ლიგის მოგებით „პარი სენ-ჟერმენმა“ მთავარ მიზანს მიაღწია

ნახვები: 455 ლუის ენრიკე - ჩემპიონთა ლიგის მოგებით „პარი სენ-ჟერმენმა“ მთავარ მიზანს მიაღწია

მიუნხენის „ალიანც არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერის“ დამარცხების (5:0) შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მან და კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მოგებით მთავარი მიზანს მიაღწიეს.

ლუის ენრიკემ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მწვრთნელის რანგში „ბარსელონაში“ 2015 წელს ბერლინშიც მოიგო, განაცხადა, რომ პსჟ-ში დანიშვნის დღიდან (2023 წელს) სულ ამ ტიტულის მოგებისკენ ისწრაფოდა.

„პსჟ-ში ჩემი დანიშვნის პირველივე დღეს ვთქვი, რომ მწვრთნელის რანგში ჩემი მთავარი მიზანი ტიტულების „კარადის“ შევსება იყო. ტიტულებიდან მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა არ გვქონდა მოგებული და ესეც მოვიპოვეთ. განსაკუთრებული პატივისცემა ჩვენს თავდამსხმელს, უსმან დემბელეს, ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია და „ოქროს ბურთის“ მოგებას იმსახურებს“.

მწვრთნელმა პატივი მიაგო თავის ქალიშვილს, ქსანას, რომელიც 2019 წელს, ცხრა წლის ასაკში, ოსტეოსარკომით გარდაიცვალა. საფინალო სასტვენის შემდეგ ფრანგმა გულშემატკივრებმა გაშალეს ბანერი, რომელიც ლუის ენრიკეს შვილს მიუძღვნეს.

„ეს ემოციური და მშვენიერი ჟესტი იყო, გულშემატკივრებმა ჩემზე და ჩემს ოჯახზე იფიქრეს. ჩემპიონთა ლიგის ან თამაშის მოგება არ მჭირდება, ჩემს ქალიშვილზე რომ ვიფიქრო. ქსანა ყოველთვის ჩემ.geთანაა, მის გვერდით ყოფნას ყოველთვის ვგრძნობ“, – თქვა ლუის ენრიკემ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა