უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

გიგი უგულავა - დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ, რამდენიმე მიკროფონის გაქრობა

ნახვები: 499 გიგი უგულავა - დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ, რამდენიმე მიკროფონის გაქრობა
 

ქვეყანაში დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ რამდენიმე მიკროფონის გაქრობა - მიმდინარეობს პატიებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დევნა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების პრაქტიკულად განადგურება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ქვეყნის შიგნით საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია და საერთაშორისო ძალისხმევაა.

„ქვეყანაში დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ რამდენიმე მიკროფონის გაქრობა. დიქტატურის გაფორმება დაწყებულია ასევე იმ კანონებით, რომლებიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. პრაქტიკულად შეტევა მიდის ყველა იმ თავისუფალ კუნძულზე, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში არსებობდეს. ახლა კი მიმდინარეობს პატიებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დევნა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების პრაქტიკულად განადგურება. ამ პროცესში მყოფი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, საზოგადოების აბსოლუტურ მობილიზაციასა და საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უნისონში უნდა იყოს საზოგადოების ძალისხმევასთან. ახლა არის გადამწყვეტი ეტაპი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. ეს არის დარჩენილი - გარედან სანქციები და შიგნიდან მაქსიმალური „პრესინგი“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ასევე, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობაც შეაფასა. მისი თქმით, იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა საქართველოა, რომელიმე ოპოზიციური პარტიის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება.

„ამ ვითარებაში არა თუ არ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, არამედ პირდაპირ ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება. ყველა წინაპირობა დანგრეულია - სახელმწიფო მიტაცებულია და ამ გადაწყვეტილებით ხალხს ციხეში ტოვებ. არ არსებობს არანაირი სადამკვირვებლო ფუნქცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც პარტიებს აუქმებენ. როცა თავად დასცინიან იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ - ეუბნებიან შეიძლება გაგაუქმოთო! სამადლოდ უხდიან საქმეს!

ვისაც ჰგონია, რომ სხვა, არჩევნებში არ მონაწილე პარტიის ხმებს დაეპატრონება იდიოტია და არც არჩევნები იცის. ამ თვითმმართველობის არჩევნებით თავის „გაპრავება“ და გამშვენიერება უნდა ამ სიმახინჯეს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. არჩევნებში მონაწილეობას ქართული საზოგადოება არავის არ აპატიებს“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა