თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

მარტა კოსი - პირველად ისტორიაში, ჩვენს გაფართოების პროცესს გარე დესტრუქციული ძალები უპირისპირდებიან

ნახვები: 496 მარტა კოსი - პირველად ისტორიაში, ჩვენს გაფართოების პროცესს გარე დესტრუქციული ძალები უპირისპირდებიან

იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც დემოკრატიული უკუსვლაა, ჩვენ განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

შეკითხვაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ევროკავშირმა იმ კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც დემოკრატიული უკუსვლაა, კერძოდ, საქართველოს, თურქეთისა და სერბეთის შემთხვევაში, მარტა კოსმა უპასუხა, რომ ევროკავშირს განსხვავებული მიდგომა უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს. ვეთანხმები იმას, რომ ეს ევროპის გამოცდას წარმოადგენს. პირველად ისტორიაში, ჩვენს გაფართოების პროცესს გარე დესტრუქციული ძალები უპირისპირდებიან, რომელთაც ჩვენი წარუმატებლობა სურთ. არ ვამბობ იმას, რომ ყველაფერი გარედან ხდება, მაგრამ ვიცით, რომ რუსული გავლენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც არსებობს“, - განაცხადა მარტა კოსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა