ვოლოდიმირ ზელენსკი - არ არსებობს სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც რუსეთმა არ უარყო
რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაღუპულია 4 ადამიანი
Industrial facility targeted in Lviv region in Russia’s overnight attack
Russia keeping one Kalibr carrier in Black Sea, total salvo up to six missiles
SSU detains 16-year-old spotter for Russian strikes on Poltava, Dnipropetrovsk regions
Russia’s massive attack on Kyiv leaves 20 people injured, four persons killed
Ternopil region under massive Russia’s attack, multiple hits reported – RMA
Typhoon special forces unit presented school for drone pilots

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა

04.06.2025 ნახვები: 237

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.

კომიტეტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია ანგარიშის პროექტის თავდაპირველი ვერსია, რომელიც ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ წარადგინა.

კერძოდ, ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა“.

ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს, რომ „საქართველო წინ არ წასულა და ფაქტობრივად, უკუსვლაც კი განიცადა კომისიის მიერ მითითებული ცხრა ნაბიჯის ძირითად დებულებებთან დაკავშირებით, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან საპირისპირო მტკიცებისა“.

პროექტი ხაზს უსვამს, რომ "საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დაფუძნებულია".

ანგარიშის პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის კანონიერი ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილის მიმართ, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში, რაც გამოიხატა მასობრივ საპროტესტო აქციებში, „რომლებიც ხელისუფლების მიერ სასტიკი დარბევის მიუხედავად გრძელდება, მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს“.

„მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტების ჩახშობას; მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის გამოძიებისკენ და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ;

ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი აუდიტის საჭიროებას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით;

ამასთან დაკავშირებით, მოუწოდებს კომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების მე-2 მუხლში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების, კერძოდ, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის მიმართ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გათვალისწინებით; კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიების პირობითი შეჩერება;

გმობს იმ ფაქტს, რომ მმართველი პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია რეგულარულად ავრცელებენ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს ევროკავშირისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ; ხაზს უსვამს იმ როლს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში დემოკრატიული უკუსვლის ხელშეწყობით და ქვეყნის კონსტიტუციურად დეკლარირებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებით;

შესაბამისად, მოუწოდებს მის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივი და მიზნობრივი პერსონალური სანქციების დაწესებისკენ და ევროკავშირში მისი აქტივების გაყინვისკენ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის პროექტში ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ „საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“.

„ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაამყარა; სინანულს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული პარლამენტია, რაც „შეუთავსებელია პლურალისტურ საპარლამენტო დემოკრატიასთან“.

წუხს, რომ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს კომისიის რეკომენდაციების შესრულებაში საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ და რომ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის დონე კვლავ შესამჩნევად დაბალია. აღნიშნავს, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის, ბელარუსის და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დიდ უმრავლესობას, მაგრამ მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ანგრევს ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს ევროპული ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით და შირდება თავის მოკავშირეებს, რომლებიც მას მთელი პროცესის განმავლობაში უჭერდნენ მხარს“, - ნათქვამია ანგარიშის პროექტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა