კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ნინო ევგენიძე - საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებს

ნახვები: 453 ნინო ევგენიძე - საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებს

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებს. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მეტი მხარდაჭერა, რადგან დემოკრატიის ფრონტის ხაზი ახლა უკრაინასა და საქართველოზე გადის, – ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ახლა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის, არამედ, ეს არის ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ.

„ჩვენ რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ 200 წელზე მეტია ვიბრძვით. ჩვენ შეიძლება ბევრი რამ ვერ გასწავლოთ აქ, ევროკავშირში თანამედროვე დემოკრატიაზე, თუმცა ჩვენ ვგრძნობთ, თუ როდის მოდიან რუსები. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებს. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მეტი მხარდაჭერა, რადგან დემოკრატიის ფრონტის ხაზი ახლა უკრაინასა და საქართველოზე გადის. საქართველოში ახლა არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. სოლიდარობისა და ერთიანობის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ავტორიტარიზმის დამარცხებას“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა