რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ბორის პისტორიუსი - ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 50 000-დან 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება

ნახვები: 488 ბორის პისტორიუსი - ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 50 000-დან 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება

ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 50 000-დან 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, რომ ნატომ სამიტის დეკლარაციაში ნათლად უნდა იყო გაცხადებული, რომ რუსეთი მისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 50 000-დან 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება. ამავდროულად, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა: საკმარისი იქნება თუ არა ახალი სამხედრო სამსახური მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - განაცხადა მან.

როგორც გერმანული მედია წერს, რუსეთიდან მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, ნატო აპირებს მკვეთრად გააფართოოს თავისი სამხედრო შესაძლებლობები შეკავებისა და თავდაცვისთვის მიმართულებით.

„ჩვენ გვჭირდება მეტი რესურსი, ჯარი და შესაძლებლობები, რათა მზად ვიყოთ ყველა საფრთხისთვის და სრულად განვახორციელოთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გეგმები“ - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა